გიორგი გახარია:  “შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში”

გიორგი გახარია:  “შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში”

შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

მან მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილე.

„დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 42 წელს. 42 წლის წინ ამ ტაძარში, სვეტიცხოველში, როდესაც მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქის, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული.

ჩვენ შეუძლებელია, გადავაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, ბევრი, ბევრი წელი კიდევ მწყემსოს ჩვენი საქართველო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.