საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარმა მურმან დუმბაძემ საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაციასა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე აჭარის ტელე და რადიო დეპარტამენტი მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და იურისტების შეფასებით, მისი ბიუჯეტიდან დაფინანსება უკანონოა; აჭარის ტელევიზიაში სულ 260 ადამიანი მუშაობს, მათი სურვილია ტელევიზიამ რეგიონული მაუწყებლის სტატუსი მიიღოს. საუბარია ტელევიზიის გაყიდვაზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აბობენ, რომ კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნამდე მისი საჯარო განხილვა უნდა მომხდარიყო.