საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა ძალამ პარტნიორებისათვის მიცემული მნიშვნელოვანი პირობები ვერ შეასრულა. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურად მთავრობა ტროლებს ამუშავებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი პირობა არ შევასრულეთ, ძალიან პოლარიზებული გარემო შევქმენით, ძალიან მძიმე არჩევნებისკენ მივდივართ. სავარაუდოდ, არანაირ საარჩევნო ცვლილებებსაც არ განვახორციელებთ. სასამართლო სისტემაში ამდენი მილიონი დახარჯეს, რომ ჩვენ მოსამართლეებს ესწავლათ და ამერიკაში ენახათ როგორ მუშაობს მოსამართლე და მაინც ასე გავაკეთეთ და მაინც არ მივაქციეთ მათ არანაიარი ყურადდღება. ახლა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურად რასაც ვამუშავებთ არის ტროლები და ა.შ.”, – განაცხადა ჩუგოშვილმა პირველი არხის ეთერში.
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის აღნიშნულ შეფასებას იურისტი სოფია ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“აღმოჩნდაო… მე ვიყავი ვიცე-სპიკერი 3 წელი და ოცნების პოლიტ-საბჭოს წევრი?! პასუხისმგებლობის ასხლეტის მასტერ-კლასები გრძელდება” – დაწერა ხორგუანმა სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძინა: – “თანამდებობებს რომ იფერებენ და პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ, საოცარია, ღმერთმანი”
ცნობისთვის, 20 დეკემბერს, “ფეისბუქმა”, საქართველოში, ვიეტნამსა და აშშ-ში ასობით გვერდი დაჯგუფი გააუქმა.
სოციალური ქსელი ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 ანგარიში გააუქმა.
facebook-ის ინფორმაციით, მედია ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიის, საჯარო ფიგურების და აქტივისტთა ჯგუფების სახელით, გაუქმებული ყალბი ანგარიშები იყო შექმნილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი უკავშირდება საქართველოში არსებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართულ ოცნების” მთავრობას”, – ნათქვამია Facebook-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კომპანია იტყობინება, Facebook-ზე დარეკლამებაში 316 000-მდე აშშ დოლარი იყო დახარჯული.
მერე ???
მერე ისა რომ როგორ შეიძლება ...არასამთავრობოებში გაზრდილი ქართველი გამოვიდეს???
მელანოა მელანო... გვერდმოპმპალი მელანო
აია ბიძო შენზე........ ახი