მაიკლ ბლუმბერგმა წინასაარჩევნო კამპანიაში პატიმრების შრომის გამოყენებაზე უარი თქვა

მაიკლ ბლუმბერგმა წინასაარჩევნო კამპანიაში პატიმრების შრომის გამოყენებაზე უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო შტაბი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პატიმრების შრომის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბლუმბერგმა Twitter-ზე გააკეთა.

„დღეს საინფორმაციო სააგენტომ განაცხდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორი ჩვენი შტაბის სახელით სატელეფონო ზარებისთვის პატიმრების შრომას იყენებდა. როგორც კი ამის შესახებ შევიტყვეთ, ამ კომპანიასთან ურთიერთობა გავწყვიტეთ“, - წერს ბლუმბერგი.

გამოცემის ინფორმაციით, ბლუმბერგის შტაბს კონტრაქტი კომპანია ProCom-თან ჰქონდა გაფორმებული. ფირმა ქოლ-ცენტრებს მართავს, რამდენიმე მათგანი კი ციხეების ბაზაზე ფუნქციონირებს. ბლუმბერგის სახელით ოკლაჰომის ქალთა ციხის პატიმრები რეკავდნენ.

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის. ბლუმბერგის თქმით, მისი მიზნების დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა.