Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა.

2020 წლის 13 იანვრიდან კომპანია Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი უხელმძღვანელებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.

Boeing 737 MAX-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერში განიცადა. ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა. ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 MAX-ით ფრენები შეაჩერა.