პატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი, პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს ამბობს. პარლამენტის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა შემსწავლელი ჯგუფის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის პირადი მოთხოვნით შეიწყალეს. მსჯავრდებულის განცხადებით ის სრულიად უკანონოდ დააკავეს. პოლიტპატიმარი უკვე ესაუბრა ელენე თევდორაძეს. ლევან გოგოიჩაიშვილი მომავალში საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვს, მანამდე კი საპატიმროში რჩება.