ტელევიზიის გადანაწილება(VIDEO)

ტელევიზიის გადანაწილება(VIDEO)

წილებისა და გავლენების გადანაწილების მორიგი რაუნდი ქართულ ტელე მედიაში.
ბოლო თვენახევარში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის საკონტროლო პაკეტი მესამედ იცვლის მფლობელს.
რუსთავი ორის აქციების 51 პროცენტის მფლობელი შპს "ტელეკომპანია საქართველო" ხდება, რომელიც თავის მხრივ არ არის ტელეკომპანია.
ამ გარიგებით ყარამანაშვილები ამ დროისთვის უკვე რუსთავი ორის წილის 91 პროცენტის მფლობელები არიან.
ორი ვესია: ერთის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას შიდა უთანხმოება აქვს და ვერ იყოფს გავლენებს "რუსთავი ორში",
მეორე ვერსიით კი, ყოფილი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გაართულოს კანონიერი მფლობელებისთვის ტელევიზიის დაბრუნების პროცესი.