„არ მგონია ეს დასავლეთის კონსოლიდირებული პოზიცია იყოს, ამდენად სიტუაცია ჯერ არ გართულებულა. ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა, თუმცა ხელისუფლების ადგილზე მშვიდად არ ვიქნებოდი“, - ასე ეხმურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „ახალი საქართველოს“ ლიდრის გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის მხრიდან უკვე განიხილება ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღების საკითხი.
კონკრეტულად რა სანქციები იქნება გამოყენებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს არ დაუკონკრეტებია.
„არ მგონია, რომ ეს საკითხი ასე სერიოუზალდ იდგეს და ეს იყოს დასავლეთის კონსოლიდირებული პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პრესაში იყო რამდენიმე პულიკაცია, ამდენად სიტუაცია ჯერ არ გართულებულა და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის მხრიდან უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა.
„თუმცა, ხელისუფლების ადგილზე მშვიდად არ ვიქნებოდი, რადგან თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, სიტუაცია უფრო გამწვავდება, არჩევნების პერიოდშიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქართველოში დემოკრატიის მხრივ უკან გადაგმულ ნაბიჯად ჩაითვლება და დასავლეთის მხრიდან ამას ექნება რეაქცია.
„რა სახის სანქციები შეიძლება განხორციელდეს ივანიშვილის მიმართ, ვერ გეტყვით. თუ გადავხედავთ პუტინის ოლიგარქების მიმართ განხორციელებულ სანქციებს, მრავალი სახის ინსტრუმენტი არსებობს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.