გაგი მოსაიაშვილი: დაკითხვისას მოზარდების დაპირისპირება არ ყოფილა

გაგი მოსაიაშვილი: დაკითხვისას მოზარდების დაპირისპირება არ ყოფილა

გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესზე წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩოლოიანს იცავს, ამბობს, რომ დაკითხვის მსვლელობისას მოწმეთა დაპირისპირება არ ყოფილა. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობაში მყოფი გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი ადასტურებს, რომ ჩოლოიანმა ვერ შეძლო ბრალის წარდგენის დროს ხელის მოწერა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ქალბატონი მარიამ ჩოლოიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლის დამტკიცების მიზნით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვმარტო, რომ ასეთ ფაქტს - დაკითხვის მსვლელობისას მოზარდების დაპირისპირებას - რაც მასალებშია წარმოდგენილი, ადგილი არ ჰქონია.

„დაპირისპირება - ასეთი ცნება კანონმდებლობითაც კი არ არსებობს. თუ დაპირისპირებაში გულისხმობთ, რომ ერთმანეთის პირისპირ ორი ადამიანის დააყენეს და პირდაპირი გაგებით დაპირისპირება იყო, ასეთი ფაქტი, რეალურად არ ყოფილა", - ამბობს მოსიაშვილი.

ადვოკატის თქმით, როდესაც გარდაცვლილი მოზადი მშობლების, ადვოკატისა და ფსიქოლოგის გარეშე, მარტო იყო დარჩენილი რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჩოლოიანს ის არ დაუკითხავს:

„მართალია არის ის, რომ მარიამ ჩოლოიანის მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა არასრულწლოვანზე არყოფილა. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ დაცვის მხარე, რათა გარკვეულწილად მოვიძიოთ ინფორმაცია. მართალია ასევე ის, რომ არასრულწოლოვანი თავისუფლად გადაადგილდება პოლიციის შენობაში და მას არანაირი სახის შეზღუდვა არ აქვს.

„როდესაც პიროვნება ზის მოსაცდელ ოთახში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამომძიებელთან მარტო დარჩა. პოლიციის შენობაში პირის, არასრულწლოვნის დატოვება თუ სკამზე დაჯდომა არნიშნავს გამომძიებელის მიერ რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

„მე გიდასტურებთ იმას, რომ არც მარიამ ჩოლოიანს და არც გამომძიებელს რაიმე სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმდება არ ჩაუტარებია იმ პერიოდში, როდესაც ელოდებოდნენ კანონიერ წარმომადგენელს", - განმარტა გაგი მოსიაშვილმა.

ჩოლოიანის ადვოკატი ამბობ, რომ 20 დეკემბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რისი უფლებაც ექიმმა მისცა:

„ეს საქმე გამოირჩევა თავისი სენსიტიურობით. დიახ, გიდასტურებთ, რომ მარიამ ჩოლოიანმა ვერ შეძლო ბრალის წარდგენის დროს ხელის მოწერა. გუშინ საღამოს გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, სავარაუდოდ, მედიკოსებმა ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა მისი გადაყვანა.

„რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის ზუსტ მდგომარეობას, ეს არის ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გავრცელება ან გავრცელებისაგან თავის შეკავება არის პაციენტის უფლება. ამ კუთხით კანონს ნუ დამარღვევინებთ", - აღნიშნა მოსიაშვილმა.