დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები.
პატრიარქის კურთხევით, ლუკას წესის აგებით დაკრძალავენ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.