მირიან ყარაულაშვილი: სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა შეიქმნას!!!

მირიან ყარაულაშვილი: სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა შეიქმნას!!!

 

... რა ყველანაირი სისულელე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უნდა იშვას?!

ბიჯო, სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა შეიქმნას!!!

სისტემა რომ არსებობდეს, ამდენი პრობლემა კი არ იქნებოდა ფეხის ყოველ ნაბიჯზე!!!

სისტემა რომ არსებობდეს, იმ 100 თუ 700 მილიონიან დღგ-ს ჩათვლას ქუჩიდანმოთრეული თაღლითები მილიონამდე და ორ მილიონამდე კი ვერ მივიდოდნენ-პირველივე ლარზე გაისკვანჩებოდნენ!!!

სისტემა რომ არსებობდეს, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებში ამდენი პრობლემა კი არ იქნებოდა???

სისტემა რომ არსებობდეს, მინისტრის ერთი ბრძანება, თუნდაცი ის #520 ნომრით იყოს- მთელს სამედიცინო სფეროს კი არ ააჯანყებდა?!

სისტემა რომ არსებობდეს , ნაძირალა მწამებელი გამომძიებლები და დეტექტივები იმ ნაძირალა ხელისუფლებისგან დღევანდელზე საჩუქრად კი არ გადაიცემოდა?!

სისტემა რომ არსებობდეს უსახსრობისა და უპატრონობისგან ამდენი ბავშვი და მოზარდი კი არ იშიმშილებდა და სწავლისგან განრიდებული კი არ იქნებოდა?!

სისტემა რომ არსებობდეს ამდენი ცილისმწამებელი, მაბულინგებელი და სუიციდამდე მიმყვანი და სუიციდის წამახალისებელი ბოტი, ტროლი, ძაღლი და მამაძაღლი კი არ იქნებოდა ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში?!

სისტემა რომ არსებობდეს....

სისტემა რომ არსებობდეს...

სისტემა რომ არსებობდეს....

დიახ!

სისტემა არ არსებობს!!!

იმ სისტემას , რომელიც არ არსებობს, ვერ დაანგრევ ვერანაირად!!!

ამიტომ საჭიროა ზუსტად სისტემის შექმნა, სახელმწიფოს მართვის სისტემის შექმნა!!!

უფრო უკეთესი იქნება , თუ ამ სისტემის შექმნა ტრადიციული, კლასიკური სქემით წარიმართება:

კომპეტენტური ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების და მკვლევარების მონაწილეობით შეიქმნას სახელმწიფოს მართვის სისტემის პროექტი, მოხდეს ამ პროექტის ფუნქციონირებაზე გატესტვა, ხორცი შეესხას პროექტის ცალკეულ კომპონენტებს დროში გაწერილი გრაფიკითა და ალგორითმებით და მოხდეს მისი საბოლოო იმპლიმენტაცია სახელმწიფოს სტრუქტურებში!!!

აი, მერე უკვე ასე მარტივად ვერავინ ვერ მოახდენს სახელმწიფოს ვერც ერთი სფეროს შეტორტმანებას და სახელმწიფოებრიობის საფრთხის ქვეშ დაყენებას!!!

შეიძლება შეიცვალოს სისტემის ადამიანური რესურსები, მაგრამ თვით სისტემამ მდგრადად უნდა იმუშაოს!!!

ასე, რომ, სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა შეიქმნას!!!

სისტემა უნდა შეიქმნას!!!

სისტემა უნდა შეიქმნას!!!

amo "იმპლიმენტაცია" ? , განხორციელებას გულისხმობთ?
5 წლის უკან