თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: „ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ“

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: „ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.

მისი შეფასებით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა კრიზისების წყაროდ შეიძლება, იქცეს.

„მოდით, ამგვარი მუქარის შემცველი განცხადებები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ემოციებს დავაბრალოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ დაველოდებით შემდეგ შეხვედრას, თუ ამგვარი იქნა - ყოველ შემთვევაში, ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის.

მესმის, რომ დღეს ემოციურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერავითარ განკითხვის დღეს ვერ მოაწყობენ, ასეთი დღეები მათ წინა წლებში მოუწყვეს ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ ვერ მოვლენ, რომ ხალხს განკითხვის დღე მოუწყონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს, ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც", - განაცხადა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში.

ახალი ინიციატივის მიხედვით შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

Katana . განკითხვის დღე თქვენ უნდა მოგეწყოთ მაგათთვის, როცა საამისო მიზეზიც გქონდათ, ძალაც და ამომრჩევლისთვის მიცემული პირობაც!.. მაგრამ "დასავლელი მეგობრების" რჩევით რომ მათთან "კოაბიტირებული ჩახუტება" არჩიეთ, იმისას იმკით მერე, 7 წელი!..
ახლა აქეთ გემუქრებიან განკითხვის მოწყობით და ხალხი ამბობს - ძალიანაც კარგი!.. ეგრე მოგიხდებათო!!!
5 წლის უკან
სოციალისტი ხომ თქვა ღარიბაშვილმა ჯარი გვყავსო?! - კი თქვა! ე.ი. ჯარი გვყავს! ჯარი, პოლიცია, სუსი, სპეცნაზი, სასამართლო, პროკურატურა (ასე ამბობს ოპოზიცია) , საგადასახადო სამსახური, და ჩვენ ხალხი.... ხელისუფლებავ, ჯერ კიდევ თქვენს მხარეზე ვართ! და კიდევ თქვენ გიწყობენ განკითხვის დღეს?! აბა თქვენ ყოფილხართ რა....??!! ))))
5 წლის უკან