მამუკა მდინარაძე:  ოპოზიციამ პირველ არარეალურ შემოთავაზებას „გერმანული მოდელი“ დაარქვა, მეორე შემოთავაზება „ავღანური მოდელი“ იყო, ჩვენ რეალური წინადადება წარვადგინეთ

მამუკა მდინარაძე:  ოპოზიციამ პირველ არარეალურ შემოთავაზებას „გერმანული მოდელი“ დაარქვა, მეორე შემოთავაზება „ავღანური მოდელი“ იყო, ჩვენ რეალური წინადადება წარვადგინეთ

დიალოგის კარი არ დახურულა და იანვრიდან გაგრძელდება ამაზე საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად "ქართული ოცნების" მაღალი მხარდაჭერისა, "ქართულმა ოცნებამ" უნდა წააგოს.

„ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს. ვერაფერს ვერავის ვერ მოუწყობენ და მათი ბაქიბუქი ხედავთ რა შედეგებითაც მთავრდება. მთავარია რა ხდება სინამდვილეში. პირველი მათი წინადადება იყო, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროექტი მიგვეღო კანონის სახით, ეს იყო პირველი არარეალური შემოთავაზება და დაარქვეს ამას „გერმანული მოდელი“. ვერ გაარჩიეს ის, რომ პროპორციული არ უდრის შერეულ სისტემას. მეორე შემოთავაზება იყო, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ჩვენ მიგვეღო ცვლილებები „ავღანური მოდელის“ მიხედვით და დღეს მას შემდეგ, რაც ვერც ერთი რეალური წინადადება ვერ წარმოადგინეს, ჩვენ ვუთხარით მათ, რომ რეალური წინადადება შესაძლებელია იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპორციული მანდატების რაოდენება, რაზეც როგორც ჩანს ისინი არ თანხმდებიან,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სოციალისტი არაფერი არ უნდა წარგედგინათ!!! გვაქვს კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი გაწერილია სათანადოდ! ეს კონსტიტუცია სულ 2 წელია რაც მივიღეთ, რა დროს მისი ცვლილებაა, ისიც ვიღაც ნეოლითის ხანაში ჩარჩენილი ე.წ. ოპოზიციის მოთხოვნით??!! ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. ჩავარდა სრულიად კანონზომიერად იმიტომ, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ექნებოდა ქვეყნისათვის დამანგრეველი შედეგები. კიდევ კარგი, რამდენიმე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი დროზე მოეგო გონს და გათვალა მომავალი საფრთხეები. უმრავლესობავ, ჩამოვედით თბილისში 200-300 ათასი კაცი, მხარი დაგიჭირეთ და ამ ჩვენი ჩამოსვლით თქვენც გითხარით, თქვენს "უმფროსობასაც" ანუ დასავლეთელ ლიბერალ-გლობალისტებს, თქვენ რომ "საერთაშორისო თანამეგობრობას" ეძახითაი იმათაც, ვუთხარით ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ არ ვართ საკონსტიტუციო ცვლილების მომხრე!!! პატივს ვცემთ კონსტიტუციასაც და პრეზიდენტსაც! გაიგეთ? არავითარი შემდგომი კომპრომისი ამ მავნებელ ფიქტიურ 32 პარტიად წოდებულ ცარიელ ადგილთან!
5 წლის უკან