გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება დააანონსა.
„საზოგადოების მოთხოვნაა, რომ პროპორციულად ყველა ძალა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და არა ის, რომ ვიღაცამ ივაჭროს, ვის რამდენი ადგილი ექნება. ჩემი პოზიციაა, რომ იანვრიდან უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და „ქართული ოცნებას" განკითხვის დღე უნდა მოვუწყოთ იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლებით ტკბობიდან გამომდინარე აქვთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში.
ახალი ინიციატივის მიხედვით შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.