ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით დევნა 2012 წელს დავასრულეთ

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით დევნა 2012 წელს დავასრულეთ

პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს, ნებისმიერი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამ კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა მედიის კითხვას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელშიც ის „საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებითა და შევიწროვების სხვა ფორმებით".

„პოლიტიკური ნიშნით დევნა დავასრულეთ 2012 წელს. ნებისმიერი სპეკულაციები და მანიპულაციები არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული",- განაცხადა ღარიბაშვილმა.