ირაკლი ლატარია მთავარის ჟურნალისტზე:  მიკროფონით შეფუთულმა კრიმინალმა პირდაპირ სოზარ სუბარს დაადო ხელი გამსახურდიას დაჭრაში

ირაკლი ლატარია მთავარის ჟურნალისტზე:  მიკროფონით შეფუთულმა კრიმინალმა პირდაპირ სოზარ სუბარს დაადო ხელი გამსახურდიას დაჭრაში

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გვარამიას არხის მორიგი სამარცხვინო და ყველანაირ ზღვარს გადასული, ამორალური ტალახის სროლა და უბედური შემთხვევის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეგრედწოდებული ჟურნალისტი, სინამდვილეში კი მიკროფონით შეფუთული კრიმინალი ყვება, რომ ცოტნე გამსახურდიამ საკუთარ ფეისბუქზე სოზარ სუბარს აგინა, ხოლო რამდენიმე საათში ის დაჭრეს, რაც საეჭვო გარემოებაა. პირდაპირ სოზარ სუბარს დაადეს ხელი გამსახურდიას დაჭრაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფიქრობ, რომ გვარამიას „კანტორა" უარეს სიბინძურეს ვეღარ ჩაიდენს, მაგრამ კიდევ უფრო გაოგნებული რჩები, ისეთ სიბინძურეს აკეთებენ. იმედი მაქვს, ამ წარმოუდგენელ თავხედობას აუცილებლად შეაფასებენ მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და იმის იმედიც მაქვს (ან მინდა, რომ მქონდეს), რომ სახალხო დამცველიც მოახდენს რეაგირებას ამ ტალახის სროლაზე.

ვიდეოს ბმული

https://www.facebook.com/Lataria.irakli/videos/2596738727030142/ 

Katana . ნიკა გვარამიას ტელე-კრიმინალები რომ არ იკადრებენ, ისეთი არაფერი არსებობს, მაგრამ ეს ცალკე თემაა...

მე ის მაინტერესებს, სუბარმა და "ბიძინემ" (იგივე "ჭორვილელმა ხიხომ"), როგორც ცოტნე მოიხსენიებს გამუდმებით, რითი დაიმსახურეს მისი რისხვა? გოდების წერილებს რომ აგზავნიდა ნაცების ციხიდან - წამებით მხდიან სულსო და სოზარმა და "ბიძინემ", ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გაანთავისუფლეს, იმის სამაგიეროს უხდის?!

სკამზე რომ ვერ ჯდებოდა იქიდან გამოსული და ტელე-სტუდიაში ფეხზე მდგარი იძლეოდა ინტერვიუს, დაავიწყდა და პირველი სწორედ მის გადამრჩენლებს ეცა ლანძღვა-გინებით!..
ესენი რომ არა, ბაბუამისის ეზოში, მამიდამისის გვერდით, კაი ხნის მისვენებულიც იქნებოდა და მივიწყებულიც უკვე!
5 წლის უკან