მიხეილ სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიაზე: ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში, ღირსეული ადამიანია

მიხეილ სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიაზე: ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში, ღირსეული ადამიანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“მიხარია, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო, მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ, რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თამაზი მიშა ქლიავო, ბნელაა, რა გონია, ხალხს დაავიწყდა, შენ რა უყავი ცოტნეს? მაგარი უსინდისო, ყ-ე კაცი ხარ შე დედა ერთადგილძე აფეთქებულო
5 წლის უკან