თემო გვალია: ნამდვილად  ვერ  ვხედავდით  იქ  რა  ხდებოდა, მაგრამ  ცოტნეს, რომ  იქ  არ  ულხინდა,  ცხადზე  ცხადი  იყო

თემო გვალია: ნამდვილად  ვერ  ვხედავდით  იქ  რა  ხდებოდა, მაგრამ  ცოტნეს, რომ  იქ  არ  ულხინდა,  ცხადზე  ცხადი  იყო

მსახიობი თემო გვალია სოციალურ ქსელში წერს:

ცირკია  ეს  ცხოვრება.

გლდანის  ციხეში  ვიჯექი  "ბ"  კორპუსზე.. მოპირდაპირე  მხარეს  იყო  "რეზბალნიცა".  იქ  ყავდათ  რაღაცა  პერიოდი  ცოტნე  გამსახურდიაც. თითქმის  ყოველ  დღე  ისმოდა  მისი  ხმამაღალი  ყვირილი, კივილი,  გინება. დიახ  ცოტნე  გამსახურდიას  განწირული  ხმა  ისმოდა  ერთ-ერთი  საკნიდან. მთელი  კორპუსი  დათრგუნულები  ვიყავით   მისი   ყვირილისგან, რომელიც  ხანდახან  საათობით  გრძელდებოდა! ნამდვილად  ვერ  ვხედავდით  იქ  რა  ხდებოდა, მაგრამ  ცოტნეს, რომ  იქ  არ  ულხინდა,  ცხადზე  ცხადი  იყო.

დღეს  კი,  როდესაც  ეს  არასასიამოვნო  ამბავი  შეემთხვა  ცოტნე  გამსახურდიას, საქართველოს  ყოფილი  პრეზიდენტი  და  დღეს  ძებნაში  მყოფი  მიხეილ  სააკაშვილი  იმუქრება, ამ  ამბავს  ასე  არ  დავტოვებო! ბიძინას, რომ  მოვიშორებ, ყველა  ის, ვინც  ცოტნე  გამსახურდიაზე  იძალადა, აუცილებლად  დაისჯებაო...

ფაქტიურად  დასცინის  მასაც  და  მთელი  მოსახლეობის  უმრავლესობასაც!

ნაპრეზიდენტალზე  ახალი  რაღა  ვთქვა?... ყველას  შესანიშნავად  გაგვაცნო  თავი  თავისი  მოღვაწეობის  დროსაც  და  შემდგომაც!

ცოტნე  კი, რომელსაც  არ  ვიცნობ  და  სიმართლე  გითხრათ  არც  არანაირი  სურვილი   არ  მაქვს  გავიცნო, უფალმა გადაარჩინოს...