დათო ხვადაგიანი: ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არანაირად არა აქვს პრეტენზია „ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაზე“ !!!

დათო ხვადაგიანი: ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არანაირად არა აქვს პრეტენზია „ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაზე“ !!!

ფეისბუქ- მომხმარებელი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:

კითხვები, კითხვები და გაუცემელი პასუხები !!!

15 წლის ბავშვის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არფერს არ ვწერდი და არც ახლა ვაპირებდი, მაგრამ ატეხილმა ისტერიამ მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა, რადგან ვუყურებ ამ ამბის გარშემო განვითარებულ პროცესებს და ვერანაირად ვერ ვხვდები, მაინც რა გახდა მიზეზი ამ საშინელი ტრაგედიისა !!!

დავიჯერო, რომ მხოლოდ პოლიციელია დამნაშავე, რომელსაც შეხება ლუკასთან მხოლოოდ მომხდარი ფაქტის (წარწერის გაკეთების) შემდეგ მოხდა ? რატომ გააკეთა ეს წარწერა მან ? რა იყო მიზეზი ? საიდან იღებს სათავეს ეს გადაწყვეტილება ? ყველაფერი რიგზე იყო ოჯახში ? უბანში ? სკოლაში და ზოგადად სოციუმთან ურთიერთობაში ? ვერ დავიჯერებ, რომ პოლიციის განყოფილებაში ერთმა ვიზიტმა დაიწყო და დაასრულა ეს ამბავი !!! მაშინ რატომ გაჩნდა წარწერა მანამდე ?

ზოგადად 15-16 წელი ის ასაკია, როცა მოზარდი გრძნობს, რომ ის არც 5 წლის ბავშვია ფერადი ბუშტებით ხელში და არც ჩამოყალიბებული ადამიანი. ანუ სადღაც შუაშია „გაჩხერილი“, გზაგასაყარზე. ამ დროს ის დაახლოებით იმას გრძნობს, რომ თითქოს არავინ არ არის, არც იქეთ წერია, არც აქეთ. რაღაცით უნდა თვითდამკვიდრება, მაგრამ საამისოდ არც ასაკი უწყობს ხელს და არც სხვა საშუალება აქვს !!!

შედეგად, ამ პერიოდში ჩნდება ერთგვარი ნიჰილიზმი და აპათია მათ უმრავლესობაში. მეტი სიფრთხილე და ყურდღების გამოჩენაა საჭირო ასეთ დროს !!!

მახსოვს დაახლოებით იგივე ასაკში, თუ როგორ მეჩვენებოდა ნაცრისფერ ფერებში თითქმის ყველაფერი გარშემო, თან იმ პერიოდში, როცა „ბნელი და უკუნი დრო“ იდგა.

„თეთრი შურით“ გვშურდა უფროსების, რომ მათ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება, ჩვენ კი შეკვეცილნი ვიყავით ამ მხრივ. ეს საკმაო ხანს გაგრძელდა. სკოლის პერიოდის დასრულების ჩათვლით და სტუდენტობის პირველ ეტაპზეც კი. იყო მომენტი, როცა სულ ერთი იყო სად წავიდოდით, ოღონდ კი აქაურობას გავცლოდით, ოჯახიც კი თითქოს მობეზრებული გვქონდა, ამ ნიადაგზე გარკვეული პრობლემებიც იჩენდა ხოლმე თავს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სუიციდის სურვილი გვამოძრავებდათქო, მაგრამ „სულერთია რა იქნება“ განწყობა მაინც შეინიშნებოდა !!!

ეს ყველაფერი მაინც ასაკობრივი მგონია მე პირადად, რადგან ცხოვრებას და წლების მატებას, სხვა ფერები შემოაქვს ცხოვრებაში, ნელ-ნელა იმკვიდრებ თავს სოციუმშიც და ეს შეგრძნებებიც თანდათან ქრება. ამიტომაა საჭირო მეტი ყურადღება ყველას მხრიდან ამ ასაკში მყოფი მოზარდებისადმი, ზოგ შემთხვევებში ფსიქოლოგების ჩართვა აუცილებელიც კია !!!

მომხდარს ვეღარაფერი გამოასწორებ, მაგრამ მგონია, რომ ცივი გონებით და ყოველგვარი გადაჭარბებული მოთქმა-გოდების, მით უმეტეს რაიმე ინტერესებიდან გამომდინარე სპეკულაციების გარეშე უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და ამის შემდეგ გაკეთდეს ანალიზი, თუ დაედოს ბრალი კონკტრეტულ პერსონალიებს, ანაც სტრუქტურებს !!!

უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არანაირად არა აქვს პრეტენზია „ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაზე“ !!!

 

amo ჭეშმარიტებაა ეგ თქვენი სუბიექტური აზრი. სამაგიეროდ საზიზღრომაა ტვ პირველისა და მთავარის სუბიექტური აზრი.
5 წლის უკან
სოციალისტი 15 წლის რომ ვიყავი (60-ანი წლების ბოლო) არც მე და არც ჩემ ვინმე თანატოლს თავში აზრადაც არ მოგვდიოდა ვყოფილიყავით უბედურები, ვსწავლობდით, ვიცნოდით, ვლაღობდით, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით, მაგრამ მერე საქმეს არ ვარჩევდით, მშობლებსაც ვეხმარებოდით ფიზიკურ შრომაში, საღამოს მონტე კარლოზე 15-20 წუთი ბილებს და ტომ ჯონსაც ვუსმენდით, არავითარი პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობდა, 7 ნოემბრის და 1 მაისის დემონსტრაციებზე დავდიოდით და ესეც გვეხალისებოდა, ... ცხოვრება ყველას გვიყვარდა!!! დაწყევლილი დრო იყო, ბაშვი ბავშვი იყო და უმცროს-უფროსობა დაურღვეველ ტაბუს წარმოადგენდა!
5 წლის უკან
სოციალისტი ტელეფონი, სმარტფონი და ინტერნეტი არ იყო!!! ბურთს ვთამაშობდით, ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს... დასასვენებლად აივანზე წამოვწვებოდით და ვუცქერდით როგორ მისრიალებდნენ ათასნაირი ღრუბლები ლურჯ ცაზე, ზაფხულის ღამეებში ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე, მოწყვეტიილ ვარსკვლავსაც ვყარაულობდით, რადგანაც უკლებლივ ყველანი შეყვარებულები ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ბიჭს გოგო უყვარდა და ყველა გოგოს ვიღაც ბიჭი! !!! თითო ფორმის შარვალი და დახეული კედები გვეცვა... ამაზე არავინ ნერვიულობდა. .. რა ვიცი, რამდენმა წყალმა ჩაიარა იმის მერე, ახლა ხანდახან ირგვლივ ცხოვრებას რომ ვუყურებ და იმ დროს ვიხსენებ მგონია ეს ყველაფერი დამესიზმრა და არც არასოდეს არსებობდა!
5 წლის უკან