ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა – ექიმის პირველი კომენტარი

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა – ექიმის პირველი კომენტარი

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა მხარე, ჭრილობები გულ-მკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობა. გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და თავის მიდამოში (თხემში) ოთხი ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი. ამ დროისთვის სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტი იმყოფება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რადიოლოგიურ დეპარტამენტში და დაზიანების ხარისხის მიხედვით გადაწყდება, უნდა ჩატარდეს თუ არა უკვე მეორე ოპერაცია ნეიროქირუგიული მიმართულებით. მისივე თქმით, მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.