ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ლუკას

ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ლუკას "ძმის პრობლემების შექმნით" ემუქრებოდა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში "ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა".

აღნიშნული განცხადება თოლორაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეტა.

"ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბერებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები". - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას ცნობით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში 23:30 საათამდე იყო. მისი თქმით, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები და მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში.

სოციალისტი და თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გამო მოიკლა თავი 15 წლის ჭაბუკმა?! რომ ეთქვა, კი, მე გავაკეთე და აწი აღარ ვიზამო თქვენი აზრით რა მოხდებოდა, რას უზამდნენ?! რა ტქმა უნდა ვერაფერს!!!
5 წლის უკან