ვინ და რატომ დაჭრა ცოტნე გამსახურდია - თავდამსხმელის ვინაობა გამოიკვეთა

ვინ და რატომ დაჭრა ცოტნე გამსახურდია - თავდამსხმელის ვინაობა გამოიკვეთა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ნიუპოსტისთვის" მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცოტნე გამსახურდიას დავით ბაჯელიძე დაესხა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბაჯელიძესა და გამსახურდიას შორის წარსულში უთანხმოება არსებობდა. მეტიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს დავით ბაჯელიძის დაჭრას ედავებოდნენ. წლების წინ გამსახურდია ამ ბრალდებით დაკავებულიც იყო.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახუდია რამდენიმე წუთის წინ, ვერაზე დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ფაქტზე გამოძიება 19-108-ე განზრახ მცდელობის მუხლით დაიწყო.