ფეისბუქ-მომხმარებელი გრიგოლ კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
გასკდა გული, ამდენი უბედურებით, ამდენი ღვარძლით, ამდენი ერთმანეთის გინებით. შვილებისთვის მომვლის წართმევით ან ამ მომავლის შავ ფერებში დახატვით. ჩვენც დავდიოდით სკოლაში, ვამსხვრევდით ფანჯრებს, ვჩხუბობდით, რაღაცეებს ვაფეთქებიდით, მაგრამ არ მახსოვს სკოლაში მილიცია გამოეძახოს ვინმეს. ჩემი სკოლის დირექტორს (ქალბატონ ნანული წერეთელს) ან სხვა მასწავლებლებს არ ჭირდებოდათ ძალოვანი უწყებები, თუნდაც ყველაზე უფრო დაუმორჩილებლ (არა და ასეთები უამრავი იყვნენ) მოსწავლესთან ურთიერთობაში.
დღეს კი რა ხდება? მიტინგებზე გამოვდივართ და ვიძახით რომ ტოტალიტარიზმი დავამარცხეთ და თავისუფალ, ბედნიერ საქართველოს ვაშენებთ. მაგრამ მე მგონი ვცდებით პირველ რიგში ღმერთი დავამარცხეთ, გავაძევეთ ჩვენი გულებიდან. ადამიანობა დავამარცხეთ, ურთიერთსიყვარული. პატივისცემა უფროსის, პედაგოგის, ერთმანეთის მიმართ და გავთითოკაცდით, ვცდილობთ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და ვინც ამ ნაჭუჭზე დაკაკუნებას გაბედავს მოძალადეს ვეძახით და ვყვირით რომ თავი დაგვანებონ, მარტო დაგვტოვონ. გავანადგურეთ ავტორიტეტები, დაავამსხვრით ნამდვილი თუ ოცნებეში შექმნილი იდეალები და რაღაც ბუტაფორულ, არარსებულ, ლიბერალურ სახელმწიფოს ვაშენებთ.
არ ვიცი როგორ, მაგრამ სიყვარული უნდა დავიბრუნოთ და პირველ რიგში ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობას ვასწავლოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და თუ დღეს მისი მოსაწონი არ არის, შეცვალოს უკეთესესობისკენ, რასაც მხოლოდ სიყვარულით შეძლებს.