გრიგოლ ვაშაძე: მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემს

გრიგოლ ვაშაძე: მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემს

მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც მათ გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული. დაველოდოთ. ხვალ ყველაფერს გეტყვით“, -აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშაძის თქმით, თუ ეს სიმართლეა, საქმე გვაქვს კატეგორიულ უმსგავსობასთან, იმიტომ რომ რუსული კულტურის ცენტრის მისამართად რუსეთის ყოფილი საელჩოა მითითებული, რომელიც ახლა შვეიცარიის საელჩოს ეკუთვნის.