თბილისში, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში არის გადაყვანილი.