ნინო სილაგაძე: რა გადაიტანეს ამ 15 -16 წლის ბავშვებმა ასეთი მძიმე რომ თურმე სიცოცხლე ბარგად აწევთ მხრებზე . ვინ ჩააგონათ ეს სისულელე....

ნინო სილაგაძე: რა გადაიტანეს ამ 15 -16 წლის ბავშვებმა ასეთი მძიმე რომ თურმე სიცოცხლე ბარგად აწევთ მხრებზე . ვინ ჩააგონათ ეს სისულელე....

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო სილაგაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ცხოვრების დედაც" კი არა, ყველას თავზეც გავიარე ვინც იმას დამიმტკიცებს ,ახლა უარესად ცხოვრობენ თინეიჯერები ვიდრე ჩვენ ვიცხოვრეთ, ჩემმა თაობამ. თქვენი ბაბო გავათხოვე , რა გადაიტანეს ამაზე უარესი ? 90 -იანი წლები გავიარეთ ყველა ომმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა, თბილისის ომი გავიარეთ, უშუქობა , უმუშევრობა, უტრანსპორტობა, კაპიკებს თვლა, მერე ამ კაპიკებით მომზადებული სადილის მეზობლებთან გაზიარება, მამაჩემი და არა მარტო ის, სამსახურამდე ფეხით მიდიოდა და უკან ფეხით ბრუნდებოდა რომ ჩვენთვის დაეტოვებინა სახლში რაც ჰქონდა და ზედმეტი არ დაეხარჯა. მერე ეს სამსახურიც აღარ იყო და საერთოდ გაიქცა ამ ქვეყნიდან , მაგრამ მე დედაჩემის სახეზე მხოლოდ სიკეთით და იმედით სავსე ღიმილი მახსოვს..ასევე იყვნენ ჩემი მეგობრების, მეზობლების მშობლები. ბავშვებს არავინ არაფრით გრუზავდა..

რა გადაიტანეს ამ 15 -16 წლის ბავშვებმა ასეთი მძიმე რომ თურმე სიცოცხლე ბარგად აწევთ მხრებზე . ვინ ჩააგონათ ეს სისულელე რომ ახლა ყველაზე ცუდი დროა და ყველაზე უბედურები ისინი არიან? აღზრდის პრობლემაა, მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტის პრობლემაა. აგრესიული სატელევიზო ფონის პრობლემაა. იმ რაღაც საზიზიღრობების პრობლემაა-ბიო შმიო და რა ვიცი რა ჰქვია კიდევ. ესაა პრობლემა.ესაა მოსაგვარებელი. ამისი ბრალია ეს დეპრესიული განწყობებიც.

სოციალისტი ტრადიციულ ცხოვრებაზე უარის თქმაა პრობლემა, მეშჩანობა, სნობობა, ყველა რომ თბილისში შექუჩდა ესაა პრობლემა! გაძღომა და ვეშჩიზმი რომ დადგა ცხოვრების პრიორიტედად ესაა პრობლემა, ეს! ვინ დაგვიყენა ასეთი აწმყო?! ჟვანია-ბენდუქიძე-სააკაშვილის მეთაურობით ლიბერალიზმის სოლდათებმა გვარამია, ჟიჟილაშვილ, ტუხიაშვილებმა....
5 წლის უკან