მიხეილ სააკაშვილის მორიგი სპეკულაცია დაღუპული ახალგაზრდების სახელით. ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და თვითმკვლელობების თავიდან აცილების გამოსავლად, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების გაშვება დაასახელა და ახალგაზრდებს დაავალა ამ მისიის შესრულება.
“თქვენ ნუ წახვალთ! ესენი გავუშვათ, ესენი წავიდნენ! როგორც კი ესენი წავლენ საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარი ინვესტიცია, გაჩნდება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი. საქართველოში ისევ დაბრუნდება იმედი, დრაივი, პერსპექტივა, მომავალი და ახალგაზრდები აღარსად აღარ წავლენ და განავითარებენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ეს შეგვიძლია! საქართველოში აუცილებლად გათენდება!”– ამბობს სააკაშვილი.