ლევან ქუთათელაძე: არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება

ლევან ქუთათელაძე: არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის საქმის პროკურორი, ლევან ქუთათელაძე აცხადებს, რომ პროკურატურას გააჩნია მტკიცებულებები, რომლითაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა ვლინდება.

როგორც პროკურორმა თბილისის საქლაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ჩოლოიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მისივე თქმით, პატიმრობის შუამდგომლობა საქმიდან გამომდინარე საფრთხეებითაა დასაბუთებული. საუბარია, განმარტებით, საუბარია მტკიცებულების მოპოვებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროკურორ ქუთათელაზის განმარტებით აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაზარალებული, თუმცა ვინ, ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა.

„ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდართით ადასტურებენ, რომ ბალდებულის მიერ ჩადენილი იქნა სსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული მართლსაწინააღმდეგოდ ბარალეული ქმდება. აღნიშნილი გულისხობს გამოძიების ეტაპზე, მოწმეთა ზემოქმედებას, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით იძულებით ჩვენების მიცემა. ცალსახად ვერ გავიზიარებთ დაცვის მხარის აპელლაციას იმასთან დაკავსირებით, რომ საქმეზე არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მტკიცებულება. საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. საუბარია ორ ეპიზოდზე. შესაბამისად, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ორი პირი.“, - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ