ნინო ნადირაძე: “გლოვა დიდების საქმეა, ბავშვებს თავი დაანებეთ!”

 ნინო ნადირაძე: “გლოვა დიდების საქმეა, ბავშვებს თავი დაანებეთ!”

კარდიოლოგი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ვფიქრობ, საახალწლო დღესასწაულების გაუქმება საქართველოს ქალაქებში არასწორია, უამრავი ბავშვი ელოდება ამ დღეს ნაძვისხის ანთებას, ეს იგივეა, შვილმკვდარმა დედამ თალხი არასოდეს გაიხადოს და სხვა შვილებს სიხარული აუკრძალოს! მსოფლიოს ყველა ქალაქში აინთება ნაძვის ხე, ჩვენი ქვეყანა რატომ უნდა ჩაბნელდეს? გლოვა დიდების საქმეა, ბავშვებს თავი დაანებეთ!” – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.