სოზარ სუბარი: „სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს, რადგან შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გათვალო“ 

სოზარ სუბარი: „სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს, რადგან შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გათვალო“ 

წარწერა "ამ ცხოვრების დედაც", გაკეთდა მანამდე, ხო? სანამ პოლიციაში დაიბარებდნენ აი, რამ არ იმუშავა ამ დროს? - აღნიშნული განცხადება, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

"აშშ-ში წელი არ გავა, რომ არ მოხდეს რაღაც ისეთი ტრაგედია, როდესაც რომელიმე სკოლის მოსწავლე შედის სკოლაში, კვდება ათეულობით ადამიანი, შემდეგ ეს სუიციდით ამთავრებს. რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა იყო გერმანიაში, კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა იყო ფინეთში, რომლის განათლების სისტემაც აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. 15 ბავშვი გერმანიაში მოკლა თანატოლმა, 8 ბავშვი და 1 პედაგოგი ფინეთში და ორივე შემთხვევაში სიუციდით დაამთავრა.

რატომ მომყავს ეს მაგალითები - ამ შემთხვევაში "სისტემამ ვერ იმუშავა", შეიძლება, კი იყოს სწორი შეფასება, მაგრამ სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს, რადგან შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გათვალო და რაღაცა არ გაგვეპაროს. ამ ბავშვთან დაკავშირებითაც, მე არ ვიცი, რა მოხდა პოლიციაში ჯერ, რადგან გამომძიებელს ბრალი აქვს წარდგენილი, ე.ი, გარკვეული საფუძველი ამას ჰქონდა, მაგრამ წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" და სხვა წარწერები გაკეთდა მანამდე, ხო? სანამ პოლიციაში დაიბარებდნენ, პირიქით, სწორედ ამ წარწერების გაკეთებას მოჰყვა მისი პოლიციაში დაბარება, აი, რამ არ იმუშავა ამ დროს? განათლების სისტემამ? სკოლამ? სკოლის დირექციამ? საზოგადოებამ? სად დავუშვით ეს შეცდომა?"- განაცხადა სოზარ სუბარმა „იმედთან".