დიღმის პოლიციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა

დიღმის პოლიციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა

დიღმის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიკითხა, ახალგაზრდა აქტივისტები მოვიდნენ და შენობის შუშის კედლებზე სტიკერები გააკრეს, წარწერით “ამ ცხოვრების დედაც”. აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ მძიმე დაკითხვა და მუქარა. სამართვალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოვხდა. 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე იძულებით ჩვენების მიცემისთვის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.