ბათუმში პოლიციელი დაჭრეს 

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. ბოლო ინფორმაციით, 37 წლის პოლიციელი ყელის არეშია დაჭრილი. შემთხვევა 20:30 საათზე მოხდა. დეტალები იმის შესახებ, თუ რა გახდა მისი დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილსა და სამართალდამცველს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც, მან პოლიციელი ყელის არეში მძიმედ დაჭრა. მეორე ვერსიით კი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მოქალაქემ ხელი დაუქნია, მას შემდეგ კი, რაც პატრულის ავტომობილი გაჩერდა და ავტომობილიდან პოლიციელი გადმოვიდა, მოქალაქემ ის დაჭრა.