გოგა ჩანადირის მიმართვა: “ამ ცხოვრების დედაცო, ეს გინდათ თქვენს შვილებს, უმცროს და-ძმას, ან სხვა მოსწავლეებს ასწავლოთ? – აი, ეს რანაირი პროტესტია?” 

გოგა ჩანადირის მიმართვა: “ამ ცხოვრების დედაცო, ეს გინდათ თქვენს შვილებს, უმცროს და-ძმას, ან სხვა მოსწავლეებს ასწავლოთ? – აი, ეს რანაირი პროტესტია?” 

ამ ცხოვრების დედაცო, ეს გინდათ თქვენს შვილებს, უმცროს და-ძმას, ან სხვა მოსწავლეებს ასწავლოთ? ის გინდათ, უთხრათ, რომ წადით, თავი მოიკალით, ამ ქვეყნად რა დაგრჩენიათო? ან ის გინდათ, თქვათ, რომ ერთი ამ ცხოვრებისაც, რა აზრი აქვს რამის გაკეთებასო? აი, ეს რანაირი პროტესტია? რისი თქმა გვინდა პატარებისთვის? რატომ არ გვინდა ცივი გონებით მსჯელობა?” – ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ფოტოხელოვანის კიდევ ერთი მიმართვა სუიციდის ფაქტებსა და საზოგადოებრივ განწყობებზე:

“ვკითხულობ 15 წლის ბუჭის თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ სტატუსებს. უმრავლესობამ შემაშფოთა.დაუფიქრებლად, ემოციურად დაწერილმა სტატუსებმა შეიძლება უარესი გამოიწვიოს და უფრო დიდი საშინელება წაახალისოს.საქმე გვაქვს მოზარდებთან, სკოლებთან, მომავალთან და ამაზე უფრო გონივრულად უნდა ვიფიქროთ. ცხელ გულზე ნათქვამ-გაკეთებული პრობლემებს აღრმავებს.” – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.