ინდოეთში არასანქცირებულ აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

ინდოეთში არასანქცირებულ აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

ინდოეთში პოლიციამ არასანქცირებულ აქციაზე ასობით ადამიანი დააკავა, დემონსტრანტები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ახალ კანონს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აკრძალვა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა, მათ შორის დედაქალაქ დელიში. ახალი კანონი მოქალაქეობის მიღების პროცედურას გაუმარტივებს არამუსლიმ არალეგალ იმიგრანტებს პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან. ინდოეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მათ მშობლიურ ქვეყნებში შევიწროებისგან იხსნიან.

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია. ამ კანონით გამოწვეული აქციების გამო, ხელისუფლებამ დემონსტრაციების აკრძალვა გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

გასულ დღეებში აქციებს ინდოეთის დედაქალაქში მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა.