კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელბასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს;
“სკოლის დანაშაულს რატომ არ აღიარებთ, იმ კერძო სკოლის, სადაც გადასახადი ძალიან ძვირია?! ბავშვს გარდაეცვალა მამა და სკოლიდან უფულობის გამო გამოუშვეს, რამაც მასში გააჩინა პროტესტის გრძნობა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, რისთვისაც სკოლამ 15 წლის ბიჭი დასაჯა.
უსინდისო სკოლამ მოატყუა ლუკას 15 წლის მეგობარი გოგონა, სიმართლე თქვი და პოლიციას არ შევატყობინებთო, მაგრამ პირობა დაარღვია, გოგონამაც გადაიჭრა ვენები, თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი!! იმ გამომძიებელს გვერდით უნდა მიუსვათ იმ სკოლის მესვეურებიც!! ლუკას სულს კი ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!!”- წერს დავით ოქიტაშვილი.
რა დააშავა ან სკოლამ, ან გამომძიებლებმა?!
სკოლის კედლებზე რომელიღაც მოსწავლე (ები), რომელიც ასევე კონიუნქტურას არიან აყოლილი, მოქმედებენ ქუჩაში და სახელმწიფო შენობებში მიმდინარე ვაკხანალიის, ლიბერალური იდეოლოგიის მსახური ტელევიზიების შექმნილი "ყველაფერი დასაშვებია რაც მოგეხასიათება" ატმოსფეროში, აჯღაბნის (ან) რაღაც უწმაწურ სისულელეს სკოლის კედლებზე დაუსჯელნი უნდა დარჩნენ, მშობლის თანდასწრებითაც კი არ უნდა გამოკითხონ სკოლამ და სათანადო ორგანოებმა, რა ამოძრავებთ, რატომ დააჯღაბნეს?! შემდეგ თუ ეს დაჯღაბნა გაუტარეს, შემდეგ მეორე გაბრაზების ჟამს სკოლა საერთოდ რომ გადაწვან და სხვა მოსწავლეები დაიღუპონ, ან სულაც როგორც აშშ-ს სკოლებში სისტემატურად ხდება ვინმე "გაბრაზებული ან უსამართლობის განცდაში მყოფი" შევარდეს სკოლაში ავტომატური იარაღით და სისხლის კალო დააყენოს... მერე რა ვქნათ, მერე, ამის შემდეგ?! მერე ხომ იგივენი ვინც დღეს სკოლას და პოლიციას ამუნათებს, მოქმედებას უწუნებს და ავტორიტეტს ულახავს, ასგზის მეტად მოჰკითხავენ სკოლასაც და პოლიციასაც, ზომები მაშინვე უნდა მიგეღოთ, როცა 1 წლის (თვის) წინ ამ მოსწავლემ (ებმა) სკოლაზე რაღაც დააჯღაბნესო!!! ახლა რომ მიადგნენ იმ საცოდავ გამომძიებელ ქალს და უხსენებენ 2011 წელს რაღაც ისე ვერ ქნა როგორც საჭირო იყოო ეს რაღაა?! ეს გათახსირებული საია ყველაფერ ანტისახელმწიფოებრივს, ანტიქართულს რომ უჭერს მხარს რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ პოლიცია, გამოძიება პროცესში არამართლზომიერად მოქმედებდა? იქნებ მათ სურთ რომ ეს ასე იყოს, იქნებ ასე უფრო მეტად შელახონ პოლიციის და სკოლის ავტორიტეტი, იქნებ ეს კიდევ ერთი მორიგი ქვაა ლიბერალების მიერ ნასროლი ჩვენი ქართული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად?!! იმ გამომძიებელ ჩლოიანს კიდევ ერთხელ მინდა გამოვესარჩლო. დახედეთ სურათს დღესაც კი გოგონას შთაბეჭდილებას ახდენს. 2011 წელს ანუ მაშინ, როცა თურმე რაღაც ისე ვერ უქნია გოგუაძესთან მიმართებაში ის რამდენი წლის იყო, 20-ის, 22-ის? წარსულის წაღმა უკუღმა ტრიალით, რას სთხოვთ ახლა ამ ახალგაზრდა გამომძიებელს, პასუხს რაზე სთხოვთ, როცა ჯერ ოფიციალური ბრალიც არ აქვს წარდგენილი, იმაზე ხომ არა რომ 9 წლის უკან ამბრაზურასავით ვერ გადაეფარა გოგუაძეს, გმირულად ვერ აღუდგა წინ "ჯალათობრივ სისტემას"?!
კარგით რა... ცოტა სინდის ნამუსი იქონიეთ ყველამ. საკუთარ თვალში დირე დაინახეთ და..... ნუ ამძიმებთ 32 გაიძვერა ე.წ. პოლიტიკური პარტიის მიერ АСД-2 -ით გადაწუწულ საქართველოს!