გიგა ლოლაძე: როცა ტრაგედია ხდება, მხოლოდ მაშინ რატომ ენაცვალოს დედიკო და მამიკო ბავშვებს?

გიგა ლოლაძე: როცა ტრაგედია ხდება, მხოლოდ მაშინ რატომ ენაცვალოს დედიკო და მამიკო ბავშვებს?

“ამ ცხოვრების დედაც” – ამ ფრაზის ტირაჟირებამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა მოსაზრებები ორად გაყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ცუდი მაგალითის მიმცემი მომავალი თაობისთვის, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის არსებული რეალობის გამოხატვა. ამ საკითხზე სოციალური ქსელის მომხმარებელი გიგა ლოლაძე საკუთარ აზრს გამოთქვამს და არ ეთანხმება იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა ცუდი მაგალითის მიმცემია მომავალი თაობისთვის.

“რატომ მაშინ არ იგრძნობა მეტი პასუხისმგებლობა, როცა საზოგადოება ორად გაიყო და ერთმანეთს მოსისხლეებად ექცნენ. რატომ მაშინ არ იგრძნობა პასუხისმგებლობა, როცა საჯაროდ, ტელევიზიებსა თუ სოც. ქსელებში თავ-პირს ვამტვრევთ ერთმანეთს და უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავთ, ცილს ვწამებთ, ჭორებს ვუგონებთ.

რატომ მაშინ არ იგრძნობა პასუხისმგებლობა როცა ვამბობთ: დავხოცოთ ნაცები, დავხოცოთ ქოცები. მაშინ სადაა პასუხისმგებლობა, როცა გამუდმებით ვიტყუებით, ვპირდებით შვილებს და არ ვუსრულებთ, ვპირდებით ხალხს და არ ვუსრულებთ.

მაშინ სადაა პასუხისმგებლობა, როცა ერთმანეთს ფარული ჩანაწერებით ვებრძვით, ვაშინებთ, ვაშანტაჟებთ, ან მაშინ სადაა პასუხისმგებლობა, როცა შენ შვილს 4500 ლარიანი აიფონი უჭირავს, მის კლასელს აბუჩად იგდებენ, დასცინიან მხოლოდ იმიტომ, რომ მობილური არ აქვს, ან ბრენდული სამოსი არ აცვია, ან “მაკდონალდის” ბურგერის ფული არ აქვს და საცხობის “პერაშკს” ჭამს.

სადაა პასუხისმგებლობა, როცა მე-2 კლასელ ბავშვს მსოფლიო მოვლილი აქვს, მისი ფეისბუქი 180 ქვეყნის ფოტოებითაა აჭრელებული და მის კლასელს დასცინიან იმიტომ, რომ ბათუმში არაა ნამყოფი.

როცა ტრაგედია ხდება, მხოლოდ მაშინ რატომ ენაცვალოს დედიკო და მამიკო ბავშვებს? სიცრუეში ვაცხოვროთ და ვუთხრათ: დედა გენაცვალოს, ყველაფერი კარგად იქნება, წინ ლამაზი ცხოვრება გელის, შენ არაფერი გემუქრება, რადგან ცხოვრება მშვენიერია. დიახ! ამ ცხოვრების დედაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვაპირებთ ბავშვების მოტყუებას.”– წერს გიგა ლოლაძე.

amo თემა იმდენად აქტუალურია, რომ ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. სწორი შეფასებებია, მაგრამ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. სკოლას თუ არ ეშველა ისე არაფერი გამოვა. მრავალი მიზეზის გამო მასწავლებლს ავტორიტეტი დაკარგული აქვს და სანამ ასე იქნება სკოლის აღმზრდელობით როლზე საუბარი უადგილოა. და როგორ უნდა დაუბრუნდეს პედაგოგს და სკოლას ავტორიტეტი? აი, ესაა ფსიქოლოგების, საზოგადოების თავსატეხი და საფიქრალი. ამ თემის იგნორირება დაუშვებელია, მაგრამ მეეჭვება პოლიტიკით დაკავებულმა საზოგადოებამ ამისათვის მოიცალოს.
5 წლის უკან
tngh ამ ფრაზის ტირაჟირება არის დანაშაული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ემოციური ყმაწვილების წინაშე.
5 წლის უკან
tngh ამ ფრაზის ტირაჟირება არის დანაშაული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ემოციური ყმაწვილების წინაშე.
5 წლის უკან