გუგა სამხარაძე: მოსწავლის წინააღმდეგ პოლიციის გამოსაძახებლად რომ ხელი წარამარა ტელეფონისკენ გაგირბით, პედაგოგები ხართ თუ

გუგა სამხარაძე: მოსწავლის წინააღმდეგ პოლიციის გამოსაძახებლად რომ ხელი წარამარა ტელეფონისკენ გაგირბით, პედაგოგები ხართ თუ "შნირები"?

როგორც ნებისმიერი თქვენგანი, რასაკვირველია, მეც განადგურებული ვარ ლუკას დაღუპვის გამო...მიკიბულ - მოკიბული საუბრისა და ენის მოჩლექის დრო არ არის და პირდაპირ მივმართავ ზოგიერთ ძალად "პედაგოგს" (სამწუხაროდ, ასეთები ერთეულებს როდი წარმოადგენენ) - მოსწავლის წინააღმდეგ პოლიციის გამოსაძახებლად რომ ხელი წარამარა ტელეფონისკენ გაგირბით, პედაგოგები ხართ თუ "შნირები"? ხომ იცოდით , რომ ის წარწერა ბავშვის გაკეთებული იქნებოდა (რომლის - არ აქვს მნიშვნელობა), აბა, მძარცველი სკოლაში წარწერის გასაკეთებლად შევიდოდა? წაღებული ხომ არაფერი იყო...იქნებ როგორ სჭირდებოდა ბავშვს მორალური თანადგომა, იქნებ სულიერად როგორ უჭირდა. ახლა რა ნამუსით აპირებთ ცხოვრებას? ან იქნებ პედაგოგიური "მოღვაწეობის" გაგრძელებასაც აპირებთ? ფუი...და საერთოდ, ვინმე ოდესმე გაარკვევს, რა ხდება კერძო სკოლებში, როგორ მოხდა კერძო სკოლების გახსნა სახელმწიფო სკოლების შენობებში და როგორ მოგვევლინენ კერძო სკოლების დამფუძნებლებად სახელმწიფო სკოლების დირექტორები? დაბოლოს, ვინმე იზრუნებს სკოლიდან "ძალად პედაგოგების" გახვეტაზე? - წერს გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში