"რაც მაგან მიჯღაბნ-მოჯღაბნა (ღმერთმა შეუნდოს) - აბა რა, თავზე უნდა გადაესვათ ხელი?!"

სამოქალაქო აქტივისტი, გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:

"რაც მაგან მიჯღაბნ-მოჯღაბნა (ღმერთმა შეუნდოს) და რა ტექსტებიც წერა, - აბა რა, - გინდა სკოლას და გინდა პოლიციას, - თავზე უნდა გადაესვათ ხელი?!

ან ახლა რომ ჯღაბნიან მთელ ქალაქს, - თავზე უნდა უსვამდნენ ხელს?!!

სისტემა რომ დამპალია, ორმოცი წელია ვიცი მე ეგ! ეს მთავრობა რომ მთხლეა, თავის უთავბოლო ბოდიშობასა და უპრინციპობაზე ეტყობა. მაგრამ ეგ ყბადაღებული "ბავშვთა უფლებები," სწორედ მაგ ბავშვებს უბიძგებენ ჯერ უმაგალითო თავხედობისაკენ და მერე, - სულაც სუიციდისაკენ! ნაცებსა და მათ სატელიტ არასამთავრობოებს კი ყველა ასეთი ფაქტი, არც მეტი არც ნაკლები, - ახარებთ და სიამეს გვრით, რადგან მათ წისქვილზე ასხამს ბინძურ, აყროლებულ წყალს"

სოციალისტი ვინც ახლა იმ უბედური ბავშვის სიკვდილით მიმდინარე ვაკხანალიის გაგრძელებას გეგმავს, აპირებს მომხდარი პოლიტიკურ მანიფესტაციად გადააქციოს, ვინც იშოვა სალაპარაკო თემა, რაღაცას რატრატებს ბავშვთა უფლებებზე, ხან სკოლისკენ იშვერს თითს და ხან შსს-კენ... სწორედ ესენი არიან პირდაპირი დამნაშავეები მის სიკვდილში! უნდა გენახათ დღეს ემა ბტუხიაშვილი რას ქოთქოთებდა და რას წიწმატობდა, პირდაპირ ტრანსში შეიყვანა თავი! აუტანელია!
5 წლის უკან