მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობას, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან. მაია ფანჯიკიძე ასევე გერმანიის პოლიტიკური წრეებისა და წამყვანი მედია გამოცემების წარმომადგენლებსაც შეხვდება