როლები მოხარშული კვერცხით

როლები მოხარშული კვერცხით

ნორის ფურცლებს, როგორც წესი, სუშის მოსამზადებლად იყენებენ, თუმცა შეგვიძლია ფანტაზიას მოვუხმოთ და ექსპერიმენტებს მივმართოთ. სუშისთვის განკუთვნილი ბრინჯის ნაცვლად შეიძლება მრგვალი ბრინჯის გამოყენება. ნორის ფურცლები იყიდება სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ინგრედიენტები

ნორის ფურცელი - 1 ცალი

მოხარშული კვერცხი - 1 ცალი

მრგვალი ბრინჯი - 3-4 ს/კ მოხარშული

სტაფილო - 1 ცალი

კიტრი - 1 ცალი, პატარა

კიბორჩხალის ხორცი (ან ჩხირები) - 2 ს/კ

სალათის ფოთლები - 3 ცალი

სოიოს სოუსი

ლიმონის წვენი

მომზადების წესები

სუშის გადასახვევ მაკისუზე დავაფინოთ ნორის ფურცელი, ზედ გადავანაწილოთ ბრინჯი, მოვასხათ ლიმონის წვენი და სოიის სოუსი.

ბრინჯზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, სეგმენტებად დაჭრილი კვერცხი, კიბორჩხალას რბილობი და მსხვილად გახეხილი ბოსტნეული.

მაკისუს მეშვეობით ნორის ფურცელი გადავახვიოთ. როლი დავჭრათ და სუფრაზე სოიის სოუსთან ერთად მივიტანოთ.