ავსტრალიაში 645 კილოგრამი ექსტაზი ამოიღეს

ავსტრალიაში 645 კილოგრამი ექსტაზი ამოიღეს

ავსტრალიის პოლიციამ 645 კილოგრამი ექსტაზის შეტანის ბრალდებით 2 კაცი დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები საქმეზე 6 თვის განმავლობაში, 3 ქვეყანაში მუშაობდნენ და ნარკოტიკული საშუალება ალუმინის რამდენიმე მაყალში აღმოაჩინეს, როცა დაკავებულები მათ ქვეყანაში შეტანას ცდილობდნენ. გამოძიება არ დასრულებულა, საქმეზე სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ადამიანს დააკავებენ.

პოლიციის ინფორმაციით, ეს წელს ავსტრალიაში ამოღებული ნარკოტიკების უმსხვილესი პარტიაა.