შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებულ სამეფოში ვერ გააჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სტარჯონის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ წარმატება აძლევს მას უფლებას, დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

„ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური მუხლი - შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერ გააჩერებთ. ვერ გამოგვკეტავთ კარადაში იმის იმედად, რომ ოდესმე ყველაფერი ჩაივლის. ეს დემოკრატიის მთავარი დებულებებია“, - განაცხადა სტარჯონმა.

მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს 2014 წლის რეფერენდუმის შედეგებს, როდესაც დამოუკიდებლობას მხარი მხოლოდ შოტლანდიელთა 45%-მა დაუჭირა.

„შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 56 მანდატიდან 48 მოიპოვა.