ბარაკ ობამა: ქალები უდავოდ სჯობნიან კაცებს

ბარაკ ობამა: ქალები უდავოდ სჯობნიან კაცებს

ყველა ქვეყანას რომ ქალები მართავდნენ, ცხოვრების დონე და ზოგადი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სინგაპურში ლიდერშიპთან დაკავშირებით გამართულ კერძო ღონისძიებაზე, ობამა განაცხადა, რომ "ქალები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ უდავოდ სჯობნიან კაცებს". მისი თქმით, პრობლემების უმეტესობა მოდის ასაკოვანი ადამიანებისგან, უმეტესად კაცებისგან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

ობამამ საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ტყუილების გასავრცელებად სოციალური მედიის მნიშვნელობაზე.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ორ წელიწადში მსოფლიოში ყველა ერს ქალი უხელმძღვანელებს, თქვენ შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ ყველა მხრივ... ცხოვრების დონესა და საბოლოო შედეგებზე".

 

 

realoba ისემც შენი დედა ....ნ
5 წლის უკან