მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

რუსეთის დედაქალაქში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ 5 მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.

პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.