საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია(VIDEO)

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია(VIDEO)

დღეს საქართველოს პრემიერ--მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.

"ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ--მინისტრმა.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ერთგულ და ახლო პარტნიორად ნატოსთვის.

„თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანული ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა", - განაცხადა რასმუსენმა.