ტარტ-ტატენი - ლეგენდარული ფრანგული დესერტი

ტარტ-ტატენი - ლეგენდარული ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები

ვაშლი - 1.5 კგ (გარჩეული)

შაქარი - 250 გ

კარაქი - 80 გ

ვანილი

დარიჩინი

მზა ფენოვანი ცომი - 400 გ

მომზადების წესები

ვაშლი გათალეთ და გაჭერით ორად, ამოაცალეთ გული.  დაახლ. 26 სმ დიამეტრის ტაფაში (რომელსაც შემდეგ ღუმელშიც შედგამთ) შაქარი და ვანილი მოათავსეთ, მოხარშეთ ლამაზი ოქროსფერი კარამელი. ამ კარამელში მჭიროდ ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, მოაყარეთ დარიჩინი და ზემოდან კარაქის ნარები დაადეთ.

ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაჩხვლიტეთ. მისი დიამტრეი ფორმაზე 1-1.5 სმ-ით მეტი უნდა იყოს.დააფარეთ ვაშლებს ზემოდან და ჩაუკეცეთ გვერდები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

ღუმელიდან ამოღების შემდეგ ნამცხვარი ჯერ გააგრილეთ, შემდეგ ხელით დაიჭირეთ და ფორმიდან ზედმეტი კარამელი გადმოღვარეთ ცალკე ჭურჭელში. ნამცხვარი კი თეფშზე გადმოაბრუნეთ.

გადმოღვრილი კარამელი, რომელშიც ვაშლიც წვენიც შედის, ხელახლა აადუღეთ, შეასქელეთ და გადაუსვით ზემოდან ნამცხვარს,

მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად, უბრალოდ დიდებულია!