ტრამპი გრეტა ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და ეკოაქტივისტს დამშვიდება ურჩია

ტრამპი გრეტა ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და ეკოაქტივისტს დამშვიდება ურჩია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად შვედი ეკოაქტივისტის გრეტა ტუნბერგის დასახელებას Twitter-ზე გამოეხმაურა.


„რა სასაცილოა. გრეტამ ბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშავოს, მერე კი მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს უყუროს! დამშვიდდი, გრეტა, დამშვიდდი!“ - დაწერა ტრამპმა.


მის პოსტს ტუნბერგმა Twitter-ზე საკუთარი ბიოგრაფიის შეცვლით უპასუხა: „მოზარდი, რომელიც სიბრაზის მართვის პრობლემებზე მუშაობს. ახლა მშვიდად ვარ და მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს ვუყურებ“, - წერია ტუნბერგის გვერდზე.


Time-მა ტუნბერგი წლის ადამიანად 11 დეკემბერს დაასახელა. ამ ტიტულისთვის დონალდ ტრამპიც იბრძოდა.