ეგზითპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

ეგზითპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, კონსერვატორები 650-ადგილიან თემთა პალატაში 365 ადგილს მიიღებენ. რაც შეეხება ჯერემი კორბინის ლეიბორისტულ პარტიას, ის ახალ პარლამენტში 196 მანდატს მიიღებს. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დანარჩენი მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება: ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 13 მანდატი, შოტლანდიური ეროვნული პარტია - 52, უელსის პარტია - 4, მწვანეები - 1. გარდა ამისა, პარლამენტში 19 დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც Bრეხიტ-ის განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ შეძლო.