„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.
კენჭისყრაზე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა მისცა ხმა.
ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა.
შვიდი წლის წინ აღძრულ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.