პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “2020NEWS“ -თან პარლამენტში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. როგორც ძაბირაძე აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს. მისივე თქმით, ოდიოზური მოსამართლეები მართლმსაჯულების რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
“იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ შემდეგ მოვა, ოდიოზურ მოსამართლეებთან დაკავშირებით არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. იქამდე, სანამ ოდიოზური მოსამართლეების გვარები სასამართლო სისტემასთან იქნება დაკავშირებული, მართლმსაჯულებისადმი ნდობა ნული იქნება“,- გვითხრა ვახტანგ ძაბრიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველ 20 კაციან სიას უყრის კენჭს.